საქველმოქმედო პოეზიის საღამო და მონოსპექტაკლი „ღამე და თუთიყუში“ გაიმართა

 „გახდი ქველმოქმედი“ – ამ სახელწოდებით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში  მონოსპექტაკლი და პოეზიის საღამო გაიმართა.
რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის მონოსპექტაკლი „ღამე და თუთიყუში“ მსახიობ ნიკოლოზ ფაიქრიძის მონაწილეობით დაიდგა.
სპექტაკლის შემდეგ საკუთარი ლექსები წაიკითხეს პოეტებმა – ნიკოლოზ ფაიქრიძემ და გიორგი ვარდოსანიძე-ზიჩმა.
ფოიეში ყველას შეეძლო ჭიქა ღვინის დაგემოვნება, საჩუქრად კი ნიკოლოზ ფაიქრიძის ლექსთა კრებული ერგოთ. ბილეთის თანხას არავინ იხდიდა, ყოველი მაყურებლისგან გაღებული 10 ლარი სპეციალურ შესაწირ ყუთში შეგროვდა. შემოსული თანხა გადაერიცხებათ თავშესაფარ „სახლი საზღვრების გარეშეს“ მკვიდრთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები