ხელოვნების სასახლის ძვირფასი შენაძენი – პეტრე ოცხელის უცნობი ესკიზები

საქართველოს ხელოვნების სასახლემ, დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მხარდაჭერით, ერთ-ერთი კერძო პირისაგან შეიძინა ცნობილი ქართველი თეატრალური მხატვრის, ქართული მოდერნიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის პეტრე ოცხელის, ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი ორი ნამუშევარი. ეს არის დეკორაციის ესკიზები სპექტაკლისათვის „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“.
1939 წელს ლონდონში, თეატრის მხატვართა გამოფენაზე, ოცხელის ესკიზები ოქროს დიდი მედლით დააჯილდოვეს. 1937 კონსტანტინე სტანისლავსკის მიერ მოწყობილ ჯუზეპე ვერდის “რიგოლეტოს” დადგმის კონკურსზე ოცხელის ესკიზებმა პირველი პრემია დაიმსახურა. მხატვრმა მოკლე დროში შექმნა ნაწარმოებები, რომელთაც არსებითი როლი შეასრულეს ქართული თეატრის მკაფიოდ თავისებური სახის შექმნაში.
პეტრე ოცხელი პირველი ქართველი მხატვარია, რომელიც Google-ს კულტურული ინსტიტუტის ვებგვერდზე მსოფლიოს უდიდესი მხატვრების: ლეონარდო დავინჩის, მიქელანჯელოს, ბოტიჩელის, კარავაჯოს და სხვათა შორის განთავსდა. შეგახსენებთ, რომ იოანე ვაკელის 4-მოქმედებიანი სპექტაკლის „აპრაკუნე ჭიმჭიმელის“ პრემიერა 1934 წლის 18 მაისს გაიმართა, დამდგმელი რეჟისორები იყვნენ ვასო და ნიკო გოძიაშვილები. პეტრე ოცხელი 1937 წლის რეპრესიებს 30 წლის ასაკში შეეწირა, ოცხელის პროფესიული კარიერა მხოლოდ 9 წელიწადს გაგრძელდა და მან, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო საკუთარი ნიჭის სრულად რეალიზება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები