საქართველო წლის საუკეთესო გადასაღებ ქვეყნად აღიარეს

ინდოეთში წელს უკვე მესამედ Indywood Film Carnival გაიმართა, რომელიც კინოინდუსტრიის წარმომადგენლების დასაკავშირებლად ერთ-ერთი პლატფორმაა.
ღონისძიებაზე „კინო ტურიზმის კატეგორიაში“ საქართველო წლის საუკეთესო გადასაღებ ქვეყნად აღიარეს, სპეციალური სერტიფიკატი კი ინდოეთში საქართველოს ელჩმა ჩაიბარა.
პროგრამა “გადაიღე საქართველოში” ეროვნული კინოცენტრისა და სააგენტო “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით უკვე მეორე წელია მიმდინარეობს.
ამ ეტაპისთვის განხორციელებულია 9 კინოპროექტი, ქვეყანაში კი ინვესტიციის სახით შემოსულია 15 მილიონამდე ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები