სოფელ ოჟიოს კოშკის მონიტორინგი განხორციელდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა  დეკემბერში სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლის ეზოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის- მეთვრამეტე საუკუნის სათავდაცვო ნაგებობის მონიტორინგისას დარღვევები გამოავლინეს.
როგორც „კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე რეაგირების შედეგად საწყობად გამოყენებული შუა საუკუნეების კოშკის დასუფთავდა და შემდგომ აიზომა.
ოჟიოს კოშკი წარმოადგენს მეთვრამეტე საუკუნის სათავდაცვო ნაგებობას, რომელიც ომიანობის ჟამს საცხოვრებელ ფუნქციას ითავსებდა. მსგავსი სათავდაცვო კოშკები ორ-სამსართულიანი იყო. ქვედა სართულები საცხოვრისი იყო, ზედა კი ქონგურებიან საბრძოლო ბანს წარმოადგენდა. ოჟიოს კოშკის მხოლოდ პირველი სართულია შემორჩენილი, რომელიც საცხოვრებელი დარბაზია, კედელში დატანებული ბუხრითა და თაღჩებით. გადახურვა გვირგვინოვანია. მეორე სართულზე ასასვლელი კიბე, კედელშია ჩატანებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები