თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სცენა „ედიტ პიაფს“ დაეთმობა

19,20 დეკემბერს, 20:00 საათზე, თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სცენა სპექტაკლ „ედიტ პიაფს“ დაეთმობა. როგორც „კვირას“ თუმანიშვილის თეატრში განუცხადეს, ეს არის დრამა ერთ მოქმედებად და ქუთაისის მესხიშვილის სახელობის და ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრების ერთობლივი ნამუშევარია.
პიესის ავტორია ნინო სადღობელაშვილი; რეჟისორი – გიორგი სიხარულიძე; მხატვარი – თეო კუხიანიძე; მუსიკალური გაფორმება – ნინო სიხარულიძე; რეჟისორის თანაშემწე – ზვიად მურვანიძე.

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ედიტ პიაფი – მაია ცეცხლაძე
ედიტის მამა – აბელ სოსელია (ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი)
თეო – ტიტე კომახიძე
ექიმი რობერი – კახა კობალაძე
დანიელა – ქეთი ეგუტიძე
მარსელ დიუპონომი – ზაალ გოგუაძე
კლოდ დებუა – დათო ჯაყელი
რენე ამბერი – მამუკა მანჯგალაძე

ანოტაცია:
პიესა ედიტ პიაფის უკანასკნელ დღეებზეა. ლეგენდარული ფრანგი მომღერლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა თანაბარწილად ირეკლავს ლანდებსა და რეალურ ადამიანებს, ერთ ნიჭსა და მეორე ნიჭს მის ბიოგრაფიაზე, ბედზე, ცხოვრებაზე გვიამბობენ.
რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ უთუოდ სწორი არჩევანი გააკეთა, როცა ბათუმის “ახალ სცენაზე” გადაწყვიტა ამ პიესის დადგმა; ედიტ პიაფი ხომ იმ რანგის შემოქმედია, ვისი ცხოვრებაც ყველა დროში, ნებისმირ ქვეყანაში იქნება საინტერესო მაყურებლისთვის.
სპექტაკლის პრემიერა 15 ოქტომბერს ბათუმში გაიმართა, ხოლო ქუთაისის მესხიშვილის თეატრში – 29 ოქტომბერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები