წიგნის – „ფაქტები და მოგონებები ვაჟა-ფშაველაზე“ წარდგენა გაიმართება

19 დეკემბერს, 17 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 214-ე აუდიტორიაში  ადამ ბექაურის წიგნის – „ფაქტები და მოგონებები ვაჟა-ფშაველაზე“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მკითხველს უთუოდ დააინტერესებს მოგონებები და საარქივო დოკუმენტები ვაჟა-ფშაველაზე, ასევე მისი ოჯახის წევრებზე.
ამ მოგონებებში მკითხველი გაეცნობა ვაჟას მოყვრებს სოფელ ხორხში და მძახლებს სოფელ მაგრანეთში.
ჩვენ თვალწინ წარმოდგება მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები მდიდარი ფშაველი მეცხვარე გეჯა ბეწუკლიშვილი, რომლის ვაჟმა შალვამ, ვაჟას უფროსი ქალიშვილი თამარი შეირთო ცოლად. ამ მოგონებებში შეულამაზებლად არის აღწერილი მათი ქორწილი და შალვას უცნაურობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები