ოთარ გრიგოლია: ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე მუშაობა დაიწყება, რომელსაც გრძელვადიანი მდგრადობა ექნება

„პირველი ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ სწორად არის დანახული პრობლემები“,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლიამ, კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. კომისიაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესახებ იმსჯელეს.

სხდომაზე, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილემ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება მათი სამსახურის მიერ მომავალ წელს იგეგმება. ალექსანდრე ტოგონიძემ კომისიის წევრების კითხვებს დეტალურად უპასუხა.

კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მომავალ წელს, დედაქალაქს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ემატება. კერძოდ, ოთარ გრიგოლია განმარტავს, რომ თბილისს ტურიზმის  მიმართულებით თავად ექნება პოლიტიკის განსაზღვრის საშუალება, დაიწყება მუშაობა მსხვილ საინვესტიციო პროექტებსა და ეკონომიკური განვითარების ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელსაც გრძელვადიანი მდგრადობა ექნება.

კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები