სამართალდამცველებმა 18 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი ამოიღეს

ესპანეთის სამართალდამცველებმა, საბაჟო სამსახურთან ერთად, ვალენსიის ერთ-ერთ პორტში ნარკოტიკების მსხვილი პარტია აღმოაჩინეს. ესპანეთის შს მინისტრ ხუან იგნასიო სოიდოს განცხადებით, სულ ამოღებულია 520 კილოგრამი კოკაინი.
ნარკოტიკები სატვირთო გემზე იყო დამალული, რომელსაც აშშ-ის შტატ კალიფორნიიდან ნუში შემოჰქონდა, ხოლო გზაში რამდენჯერმე ლათინოამერიკულ ქვეყნებში გაჩერდა. საქმის გამოძიება დაახლოებით ერთი წელი გრძელდებოდა, ოპერაციის მსვლელობისას, პორტში 800 კონტეინერი შემოწმდა.

ეს ესპანელი სამართალდამცველების მესამე წარმატებული ოპერაციაა 15 დღის განმავლობაში, რა დროსაც ძალოვნები ნარკოტიკების მსხვილ პარტიებს პოულობენ. ქალაქ ალხესირასში 6 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს, ხოლო ბარსელონაში, _ 331 კგ ჰეროინი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები