„როიტერის“ ჟურნალისტები დააკავეს

მიანმის დედაქალაქ იანგონში საერთაშორისო სააგენტო „როიტერის“ ორი ჟურნალისტი დააკავეს. ამის შესახებ თავად სააგენტო, მიანმის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.
„დიახ, ისინი დაკავებულები არიან. არა მარტო თქვენი კორესპოდენტები, არამედ ის პოლიციელებიც, რომლებიც ამ საქმესთან კავშირში არიან. ჩვენ ვაპირებთ შესაბამისი ზომების მიღებას ამ პოლიციელების და კორესპოდენტების მიმართ“- განუცხადა „როიტერს“ მიანმის წარმომადგენელმა. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა მიზეზით არიან სააგენტოს თანამშრომლები დაკავებულები და რა საქმეზეა საუბარი. „როიტერი“ ცდილობს, მოიპოვოს ინფორმაცია ჟურნალისტების დაკავების საქმის ვითარების შესახებ.
მომხდართან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა აშშ-ის საელჩომ მიანმაში და სახელმწიფოს მოუწოდა, სასწრაფოდ ახსნას საქმის დეტალები და დაკავებულ ჟურნალისტებთან მათი წარმომადგენლების დაშვება უზრუნველყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები