დონალდ ტრამპმა აშშ-ის 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა

აშშ-ის 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 700 მილიარდ დოლარს შეადგენს, ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა.
ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, 2018 წლის თავდაცვის ხარჯები 549 მილიარდი დოლარია, 65.7 მილიარდი _ საგარეო ოპერაციების ფონდისთვის, 62 მილიარდი დოლარი კი, სამხედრო ბაზების განვითარებისთვის დაიხარჯება.
ამერიკელი სამხედროების ანაზღაურება 2,4%-ით გაიზრდება, ასევე ამერიკულ არმიას 20 000 სამხედრო მოსამსახურე შეემატება. „ბოლო 8 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალ ხელფასს მიიღებენ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები“ განაცხადა ტრამპმა.
კანონპროექტის გათვალისწინებით, აშშ 3.500 ჯარისკაცს ავღანეთში გააგზავნის.
12.3 მილიარდი პენტაგონის სარაკეტო თავდაცვითი შესაძლებლობის სწრაფი განვითარებისთვის დაიხარჯება.
„ჩვენ ვაგრძელებთ კამპანიას, რათა ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლა მაქსიმალურად გავაძლეიროთ“. განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები