ერდოღანი იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად ცნობას ითხოვს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მსოფლიოს მოუწოდებს, იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიაროს.

მისი განცხადებით, აშშ-მა „საერთაშორისო ნორმები ფეხქვეშ გათელა“, როცა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.
„იქ რამდენიმე ნაბიჯის გავლაც საკმარისია, რომ მიხვდე, ეს ქალაქი ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა. ტერორისტი სამხედროები ბავშვებს იტაცებენ და ციხეში ყრიან“- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ეს განცხადებები ერდოღანმა სტამბულში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო სამიტზე გააკეთა. მან მოუწოდა შეკრებილებს, რომ იერუსალიმი „ოკუპირებული პალესტინის“ დედაქალაქად გამოაცხადონ და მადლობა გადაუხადა არაბულ ქვეყნებს იმისათვის, რომ მათ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმეს.
„მჯერა, რომ გაეროს 196 წევრი სახელმწიფო თავის სწორ პოზიციას გამოავლენს. აშშ შეიძლება იყოს ძლიერი ბირთვული სახელმწიფო, მაგრამ მთელი მსოფლიო მას არ ეკუთვნის“- განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები