პარიზში, UNESCO-ს სათავო ოფისში „დედეს“ ოფიციალური ჩვენება გაიმართა

პარიზში, UNESCO-ს სათავო ოფისში მარიამ ხაჭვანის ფილმ „დედეს“ ოფიციალური ჩვენება გაიმართა. როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ჩვენებას წინ უძღოდა კინოსურათის გამარჯვება აზიურ „ოსკარად“ წოდებულ საერთაშორისო კინოფესტივალზე APSA, ნომინაციაში „კულტურული მრავალფეროვნება“. ფესტივალზე აღნიშნული ნომინაცია UNESCO-ს პატრონაჟით დაწესდა.
„დედე“ სვან გოგონაზეა, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს.
ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გადაიღეს და უკვე არაერთი ჯილდო მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები