დეპუტატები სკოლებში სმარტფონების გამოყენების აკრძალვას ითხოვენ

ყირგიზეთის პარლამენტის დეპუტატები გამოდიან წინადადებით, ყირგიზეთის სასკოლო დაწესებულებებში, მოსწავლეების მიერ სმარტფონების გამოყენება აიკრძალოს. პარლამენტში უკვე წარდგენილ კანონ-პროექტში ნათქვამია, რომ მოზარდები სულ უფრო ეფლობიან ვირტუალურ სამყაროში, სადაც ძალადობის, სისასტიკის და პორნოგრაფიის პროპაგანდას ეცნობიან, ამიტომაც საჭიროა, მათ დასაცავად სახელმწიფომ განსაკუთრებული ბერკეტები შეიმუშავოს.
ინიციატივის ავტორების აზრით, სკოლის მოსწავლეები მობილურ ტელეფონებს გაკვეთილების დროსაც იყენებენ, რაც მათ გონებას უფანტავს და სასკოლო მოსწრებას აქვეითებს.
ყირგიზი დეპუტატების აზრით, სკოლის მოსწავლეებმა ელექტრონული გაჯეტები გაკვეთილების დაწყებამდე სკოლის ადმინისტრაციაში უნდა ჩააბარონ. პარლამენტარების განცხადებით, ასეთი აკრძალვა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები