მიხეილ სააკაშვილს სახაზინო ადვოკატი დაიცავს – ის ხელფასს საქართველოს ბიუჯეტიდან მიიღებს

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართულ მართლმსაჯულებას ბოიკოტს უცხადებს და მიიჩნევს, რომ სამართლებრივი დავა ქართულ სასამართლოებში აზრს კარგავს.
შესაბამისად, მართლმსაჯულების კანონის შესაბამისად, სასამართლოში სააკაშვილის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი დაიცავს. მას შრომითი ანაზღაურების გასამრჯელოს სახელმწიფო გადაუხდის.
სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება, რომელიც კიევიდან მიიღეს, დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გაახმოვანა.
სააკაშვილს მიაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, ასევე უკრაინაში განვითარებული მოვლენები ღიად მიუთითებს, რომ საქართველოს და უკრაინის ოლიგარქიული რეჟიმები, მის დევნას ერთობლივი სცენარით ახდენენ.
სასამართლო პროცესი ე.წ. შეწყალების საქმეზე ხვალ გაგრძელდება. გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლების გამო ედავება.
პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები