იემენში მეამბოხეთა ბანაკზე, საჰაერო თავდასხმა საუდის კოალიციამ განახორციელა

იემენის მეამბოხეთა ლიდერის განცხადებით, საუდის კოალიციის საჰაერო თავდასხმებს, სულ მცირე, 15 მეამბოხის სიცოცხლე ემსხვერპლა, 30-მდე კი დაშავდა.
იემენის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საჰაერო თავდასხმების მთავარი სამიზნე, მეამბოხეთა ბანაკია. ისინი აღნიშნავენ, რომ განადგურებულია რამდენიმე შენობა, შიგნით კი გადარჩენილი ადამიანები იმყოფებიან, რომელთა გამოყვანა ვერ ხერხდება.
შეგახსენებთ, რომ იემენის სამოქალაქო ომის დროს 10 000 ადამიანი დაიღუპა, 3 მილიონი ადამიანი კი, შიმშილისა და საომარი მოქმედებების გამო, ქვეყნიდან იძულებით გადაადგილდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები