ალაბამას შტატის სენატის არჩევნებში, 63 წლის დემოკრატმა, დაგ ჯონსმა გაიმარჯვა

ალაბამას შტატში სენატის არჩევნები გაიმართა, სადაც დემოკრატმა დაგ ჯონსმა, დონალდ ტრამპის ფავორიტი კანდიდატი, როი მური დაამარცხა.
დაგ ჯონსი პირველი დემოკრატია, რომელმაც 25 წლის განმავლობაში, ალაბამას სენატის არჩევნებში გაიმარჯვა.
კონსერვატორი კანდიდატი როი მური, სექსუალურ შევიწროვებაში იყო ბრალდებული, მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპი მის მხარდაჭერას მაინც განაგრძობდა.
მედიის წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დათვლილია ხმათა 99%, რომლის მიხედვით, დემოკრატი დაგ ჯონსი ლიდერობს, თუმცა, როი საკუთარ ამომრჩევლებს მოუწოდებს, რომ „ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა“
მას შემდეგ, რაც მედიამ დემოკრატი კანდიდატი გამარჯვებულად გამოაცხადა, დონალდ ტრამპმა საკუთარი „Twitter“-ის ექაუნთზე დაგ ჯონსს გამარჯვება მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები