მწერალთა სახლში რეზო თაბუკაშვილის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

18 დეკემბერს, 18.00 საათზე, მწერალთა სახლში რეზო თაბუკაშვილის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რარიტეტული წიგნები და ვიტორიო სელას ფოტოები რეზო თაბუკაშვილის პირადი არქივიდან.
რეზო თაბუკაშვილი ავტორია რამდენიმე ფილმის სცენარის, მცირერიცხოვანი ლექსების და თორმეტი დოკუმენტური ფილმის, რომლებიც მის მეცნიერულ-კულტურულ კვლევებს ასახავს, პიესების: „რაიკომის მდივანი“ და „რას იტყვის ხალხი?!“
მისი უშუალო მონაწილეობითა და ინიციატივით საქართველოს დაუბრუნდა საგანძურის უნიკალური ნივთები, იტალიელი ალპინისტისა და ფოტოგრაფის ვიტორიო სელას ფოტოარქივი, ფოტოფირები და უძველესი ხელნაწერები, ერეკლე II-ის წერილები ვენეციის გამგებლისადმი, თამარ და აკაკი პაპავების არქივი, სულხან-საბა ორბელიანის სამაჯური, ვანო ქიქოძის იარაღების უნიკალური კოლექცია, ქეთევან დედოფლის მოქსოვილი ფარდაგი, ასევე ნიკო ბურის რარიტეტები.
რეზო თაბუკაშვილის დამსახურებაა კუნძულ ტექსელზე, ქართული ბატალიონის ამბოხების კვლევა და ამბოხებულების ზნეობრივი და იურიდიული რეაბილიტაცია; მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული ოთხმოცზე მეტი ჯარისკაცის საფლავის მოძიება, მიხეილ თამარაშვილის, მიხეილ თარხნიშვილის, გრიგოლ ფერაძის, პეტრე ხარისჭირაშვილისა და თამარ და აკაკი პაპავების ოჯახის რეაბილიტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები