კასპის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი სასმელ წყალს უახლოეს მომავალში მიიღებს
სოფელ საქადაგიანოში – სვანების ქვედა დასახლებაში სასმელი წყლის მოწყობის, სოფელ ხიდისყურის მაგისტრალისა და რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე თვეში დასრულდება.
უკვე დასრულებულია 3 500 გრძივი მეტრი მაგისტრალისა და 5 000 გრძივი მეტრი შიდა დაქსელვის სამუშაოები, სატუმბო სადგურისა და საქლორატოროს მშენებლობა, გამრიცხველიანდა 114 ოჯახი.
დაფინანსების წყარო ცენტრალური (95%) და ადგილობრივი ბიუჯეტია (5%),
სამუშაოების ღირებულება, რომელსაც შპს „ფუძე“ახორციელებს 307 000 ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ ორი სოფელი სასმელ წყალს მიიღებს – აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.