EMAAR ჯგუფი: Tbilisi Waterfront-ის და Gonio Yachts & Marina-ს პროექტები შემუშავებულია ადგილობრივ რეგულაციებთან, გარემოსდაცვით პრიორიტეტებთან და მდგრადობის სტანდარტებთან სრული შესაბამისობით
Tbilisi Waterfront-ისა და Gonio Yachts & Marina-ს პროექტები შემუშავებულია ეროვნული და მუნიციპალური ხელისუფლებების ხელმძღვანელობით, ადგილობრივ რეგულაციებთან, გარემოსდაცვით პრიორიტეტებსა და მდგრადობის სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფით, – ამის შესახებ ნათქვამია EMAAR ჯგუფის განცხადებაში, რომელსაც პირველი არხი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორივე პროექტი პრიორიტეტს ანიჭებს ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.
„Eagle Hills-ის ჩართულობა გამომდინარეობს ღრმა ნდობიდანსაქართველოში ქვეყნის ზრდის პოტენციალის, მისი დინამიკური ტურიზმის სექტორისა და პროგრესული საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბების შესახებ მთავრობის ხედვის მიმართ. ჩვენი პროექტები – Tbilisi Waterfront და Gonio Yachts & Marina წარმოადგენს გრძელვადიან ვალდებულებებს საქართველოს ეკონომიკური და სოციალური ზრდის მიმართ, რომელთა მიზანია, შექმნან გრძელვადიანი ღირებულება ადგილობრივი თემებისა და მომავალი თაობებისთვის.
ორივე პროექტი შემუშავებულია ეროვნული და მუნიციპალური ხელისუფლებების ხელმძღვანელობით, ადგილობრივ რეგულაციებთან, გარემოსდაცვით პრიორიტეტებსა და მდგრადობის სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფით.
Eagle Hills-ი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ბუნებრივი ლანდშაფტის პატივისცემას და ყველა კვლევა, დიზაინის მიმართულება ყველა ეტაპზე ითვალისწინებს შესაბამისი სამთავრობო ინსტიტუტებისა და გარემოსდაცვითი ექსპერტების მიერ დადგენილ მოთხოვნებს. თბილისსა და ბათუმში ეს ფილოსოფია ენერგოეფექტურ ინფრასტრუქტურაში, მწვანე მობილობის ქსელებსა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისადმი ღრმა ერთგულებაშია ჩადებული. ორივე პროექტი პრიორიტეტს ანიჭებს ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და შავი ზღვის სანაპიროზე გადამფრენი ფრინველების ნაკრძალის დაცვას მდგრადი დიზაინის, მიწისა და სანაპირო ზოლის პასუხისმგებლიანი მართვის, ხელუხლებელი ლანდშაფტების დაცვის გზით.
Eagle Hills-ი მისდევს განვითარების მკაფიო ფილოსოფიას, რომელიც ეფუძნება პარტნიორობას, გამჭვირვალობასა და ადგილობრივი საზოგადოების კეთილდღეობას. ჩვენ ფოკუსირებული ვართ ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, მხარს უჭერს ადგილობრივ ინდუსტრიებს, აუმჯობესებს ტურიზმის ინფრასტრუქტურას და იზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს, რაც პირდაპირ წვლილს შეიტანს საქართველოს მშპ-ის ზრდასა და გრძელვადიან კეთილდღეობაში. Eagle Hills-ს, რომელიც 12 ქვეყანაში საქმიანობს, აქვს დადასტურებული გამოცდილება მსოფლიო დონის მრავალფუნქციური კომპლექსებისა და სტუმართმოყვარეობის მიმართულებების ობიექტების შექმნაში, მათ შორის Belgrade Waterfront-ი სერბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ასევე, ახორციელებს პროექტებს ლატვიასა და ალბანეთში.
სიამაყით გაცნობებთ, რომ Eagle Hills Georgia-ს საპრეზენტაციო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა 2025 წლის 21 ოქტომბერს თბილისში, რაც პროექტის დაწყებამდე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ორივე პროექტის შესახებ დამატებითი დეტალები ეტაპობრივად გავრცელდება ჩვენს ოფიციალურ არხებსადა სოციალური მედიის პლატფორმებზე მომდევნო პერიოდში“, – აცხადებენ EMAAR ჯგუფში.