მაკა ბოჭორიშვილი – არაბული „იგლ ჰილსის” ინვესტიციაზე: პროექტი მიმართულია მხოლოდ ქვეყნის სასიკეთოდ და არაფერი საერთო არ აქვს იმ დეზინფორმაციასთან, რომელიც ვრცელდება პროექტის გარშემო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა „იგლ ჰილსის” ინვესტიციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა.

მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, პროექტის გარშემო გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს მიზანმიმართულ დეზინფორმაციას, რომლის მთავარი დანიშნულება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეშლაა.

„ეს მნიშვნელოვანი პროექტი ემსახურება იმას რომ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში შეიქმნას ახალი ერა და ქართული საზოგადოება ეკონომიკურად გააძლიეროს. პროექტთან დაკავშირებული დეზინფორმაციისა და დეზინფორმაციული კამპანიების მიზანია ხელი შეუშალოს საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს, ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის განვითარებას. ჩვენ არაერთხელ გვინახავს მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიები, რომლებიც აზიანებს ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს. კიდევ ერთხელ, ეს არის მცდელობა, რომ დაზიანდეს სახელმწიფოს ინტერესები, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შანსები და შესაძლებლობები”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები