ახმეტელის თეატრში პატარა მხატვრის – ნიკოლოზ ბარამიას გამოფენა გაიხსნება

12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ახმეტელის თეატრის საგამოფენო სივრცე პატარა მხატვრის – ნიკოლოზ ბარამიას გამოფენას მასპინძლობს. როგორც „კვირას“ ახმეტელის თეატრში განუცხადეს, ნიკოლოზ ბარამია 10 წლისაა, ის თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლობს, ნიკოლოზი 2 წლის ასაკიდან ხატავს, გამორჩეული ხელწერის მქონე პატარა მხატვრისათვის ეს პირველი პერსონალური გამოფენაა.
გამოფენა ახმეტელის თეატრში 12-დან 18 დეკემბრამდე გასტანს. ამ ხნის განმავლობაში თეატრის მაყურებელს მხატვრის ნამუშევრების დათვალიერების საშუალება ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები