სომალელი ჟურნალისტი მანქანის აფეთქების შედეგად, საკუთარი შვილების თანდასწრებით დაიღუპა

ჟურნალისტი „Kalsan TV”-ში მუშაობდა, შესვენების დროს საკუთარი შვილების სანახავად იყო გამოსული, თუმცა მის მანქანაში დამონტაჟებული ბომბი რამდენიმე წუთში აფეთქდა და მისი სიცოცხლე იმსხვერპლა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მძღოლის სკამის ქვეშ იყო დამონტაჟებული. ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს , თუმცა მისი გადარჩენა, ღრმა ჭრილობების გამო, ვერ მოხერხდა.
„ის იყო პროფესიონალი ჟურნალისტი, რომელიც ხალხისთვის მუშაობდა, ჩვენ ვერ ვხვდებით თუ რატომ მოკლეს ის საკუთარი შვილების წინ“ განაცხადეს მოკლული ჟურნალისტის ნათესავებმა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არავის აუღია.
სომალი, ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი საშიში ქალაქია, 2007-წლიდან 2015-წლამდე, სომალში 45 ჟურნალისტი მოკლეს, ინფორმაციას ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები