დიმიტრი (დიმა) ჯაიანი საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს

დიმა ჯაიანი საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაიკრძალა.
მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში 12:00 საათიდან 15:00 საათამდე მიმდინარეობდა. მსახიობი კოლეგებმა, მეგობრებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა რუსთაველის თეატრიდან ტაშით გააცილეს.
ასევე, საქართველოს სახალხო არტისტის, დიმა ჯაიანის ოჯახს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებმა და დედაქალაქის მერმა მიუსამძიმრეს.
სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი დიმა ჯაიანი 67 წლის ასაკში  მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
1973 წლიდან იყო სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი; სპექტაკლებში განასახიერა როლები: მეფე გიორგი („დიდოსტატის მარჯვენა”), მეფე ჰოკონ ჰოკონსენი (იბსენი, „ბრძოლა ტახტისათვის”), ელიზბარ ერისთვი (გ. ბათიაშვილი, “1832”) და სხვ. გადაღებულია ფილმებში: “პირველი მერცხალი” (1975), “ოგარიოვის 6” (1980), “ვინ არის მეოთხე?” (1985), “სტალინის დაკრძალვა” (1989).
2013 წლიდან დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად. მიიღო ღირსების ორდენი და სახელმწიფო პრემია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები