კონსერვატორიაში სანოტო კრებულის – „მუსიკალური ალმანახის“ პირველი გამოცემის წარდგენა გაიმართება

კონსერვატორიის დაარსებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა სანოტო კრებულის – „მუსიკალური ალმანახის“ პირველი გამოცემა. ამით თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ ახალ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი.
როგორც „კვირას“ კონსერვატორიიდან აცნობეს, 2017 საიუბილეო წლიდან კონსერვატორია აარსებს რეგულარულ გამოცემას – სანოტო კრებულების სერიას, სადაც დაიბეჭდება კომპოზიციის მიმართულების პროფესორ-მასწავლებელთა სხვადასხვა ჟანრის ქმნილებები. პირველი კრებული ეთმობა საფორტეპიანო მუსიკას. მასში შესული მაკა ვირსალაძის, რეზო კიკნაძის, ნოდარ მამისაშვილის, ზურაბ ნადარეიშვილის, გიორგი შავერზაშვილის, შავლეგ შილაკაძის, ეკა ჭაბაშვილის საფორტეპიანო ნაწარმოებები მართალია სხვადასხვა წელსაა შექმნილი, მაგრამ პირველად ქვეყნდება.
ალმანახი აერთიანებს მუსიკალური ხელოვნების სამ სფეროს – საკომპოზიციოს, საშემსრულებლოსა და სამუსიკიმცოდნეოს. ნოტებს წინ უძღვის ვრცელი შესავალი ტექსტი სამუსიკისმცოდნეო ანოტაციებით.
გამოცემას თანდართული აქვს ჩანაწერების ორი კომპაქტდისკიც. შემსრულებლები: ნინო ჟვანია და თამარ ჟვანია. ამ მხრივ, კონსერვატორიის მუსიკალური ალმანახი უპრეცედენტო გამოცემაა ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში.
მუსიკალური ალმანახის პრეზენტაცია – კონცერტი კონსერვატორიის მცირე დარბაზში, 17 დეკემბერს, 18:00 საათზე შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები