წიგნის – „1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება სენაკის მაზრაში. ნარკვევი. დოკუმენტები და მასალები“ წარდგენა გაიმართება

 13 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, გაიმართება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ლევან ჯიქიას ახალი წიგნის წარდგენა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნი „1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება სენაკის მაზრაში. ნარკვევი. დოკუმენტები და მასალები“  ახალ კვლევებს ეფუძნება და საინტერესოდ გადმოსცემს იმ ეპოქას.
წიგნის წარდგენა წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 53ა, ქართული უნივერსიტეტი, მეოთხე სართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები