რუსმა სამართალდამცველებმა აზიიდან რუსეთში ჩასული ტერორისტები დააკავეს

რუსმა სამართალდამცველებმა ცენტრალური აზიიდან ჩამოსული დამნაშავეთა ჯგუფი დააკავეს, რომლებიც საახალწლო დღესასწაულისთვის, ტერორისტული შეტევებისთვის ემზადებოდნენ.
რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის დირექტორმა და ანტიტერორისტული კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ბორტნიკოვმა, განაცხადა, რომ დამნაშავეთა ჯგუფი, ტერორისტულ თავდასხმებს, საახალწლო დღესასწაულის გარდა, საარჩევნო კამპანიის დროსაც გეგმავდნენ.
სამართალდამცველებმა, ტერორისტების დაკავებისას, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების დიდი რაოდენობა ამოიღეს.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა, ტერორისტული იარაღის წარმოების ლაბორატორიაც გაანადგურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები