„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე იმიტირებული სწავლება გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა,  გეგმიურ იმიტირებულ სწავლებაში მონაწილეობა მიიღო.

სწავლება ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით განხორციელდა და მის მიზანს ჩხრეკის დროს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თვითმკვლელის აფეთქების შედეგად დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების ჩატარება, დაშავებულთა ევაკუაცია და ბაზის უსაფრთხოების გაძლიერება წარმოადგენდა.

სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეულის სამხედრო მოსამსახურეები იმიტირებულ სწავლებაში პირობითად დაშავებულის ევაკუაციის, სწრაფი რეაგირების და უსაფრთხოების სხვა ელემენტების შესრულებაში ვარჯიშობენ. წვრთნები პერმანენტული ხასიათისაა და მიზნად სამხედრო უნარ-ჩვევების კიდევ უფრო დახვეწას ისახავს.

სწავლებას ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე დაესწრო.

სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეული  სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროების ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები