ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გასროლილი რაკეტა, საბავშვო ბაღის შენობასთან ჩამოვარდა

ისრაელის მიმართულებით, ღაზას სექტორიდან მორიგი რაკეტა ისროლეს, რომელიც საბავშვო ბაღის შენობასთან ჩამოვადა, თუმცა, მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან სწავლა დასრულებული იყო.
ისრაელის ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას ღაზას სექტორის ლიდერ ორგანიზაცია „ჰამასს“ აკისრებს.
კვირას, ისრაელის ხელისუფლებამ, ისლამური ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ, ღაზა-ისრაელის საზღვარზე გათხრილი გვირაბი გაანადგურა და ტერორისტებზე იერიში განახორციელა.
არაბულ და მუსულმანურ სამყაროში, თავდასხმებისა და საპროტესტო აქციების ზრდა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა.
დონალდ ტრამპმა, ერთი კვირის წინ, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები