ლიტერატურულ კონკურს „წეროს“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება

15 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, ლიტერატურული კონკურსის „წეროს“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, „წერო“ ინტერნეტსივრცეში, ელექტრონული წიგნების ვებგვერდზე – lit.ge ჩატარდა. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა: პირველ ეტაპზე 300-მდე საკონკურსო ნაწარმოებიდან ხუთი ადამიანისგან შემდგარმა ჟიურიმ (ლევან ბერძენიშვილი, სალომე ბენიძე, შოთა იათაშვილი, მარი ბექაური, გაგა ლომიძე) 18 საუკეთესო დაასახელა. მეორე ეტაპზე შერჩეულ ნაწარმოებებს აფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს მკითხველი. მკითხველებს ნაწარმოებების შეფასების გარდა, ვებგვერდზევე საშუალება აქვთ, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ნაშრომის შესახებ.

15 დეკემბერს მკითხველთა შეფასებების მიხედვით სამი გამარჯვებული გამოვლინდება:

პირველი პრემია: ვერცხლის წერო და 4000 ლარი;
მეორე პრემია: 2000 ლარი;
მესამე პრემია: 1000 ლარი.

საღამოზე ასევე დაჯილდოვდება ჟიურის და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გამომცემლობების რჩეული ნაწარმოებები.
ლიტერატურული კონკურსი „წერო“, ტრადიციულად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის ორგანიზატორია ელექტრონული წიგნების ინტერნეტმაღაზია lit.ge და ფარმაცევტული კომპანია GPC.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები