მანჰეტენზე ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია

ნიუ-იორკში აფეთქების ორგანიზიებაში ეჭვმიტანილი 27 წლის აკაიდ ულაჰია, რომელიც წარმოშობით ბანგლადეშიდანაა და ამჟამად ბრუკლინში ცხოვრობს.

ინფორამციას Independent-ი ავრცელებს.

მენჰეტენის მეტროს პლატფორმაზე აფეთქების დროს, ნიუ-იორკის პოლიციის ცნობით 4 ადამიანი ადშავდა. მათი თქმით, თავდამსხმელს ასაფეთქებელი მოწყობილობა თან ჰქონდა.

პოლიციის ცნობით, ულაჰის მიზანი მანჰეტენის ავტოსადგური იყო, სადაც ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. აფეთქების შემდეგ გაჩნდა მცირე ხანძარიც.

ნიუ-იორკის პოლიციამ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები