კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს დიმიტრი (დიმა) ჯაიანის გარდაცვალების გამო

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მსახიობისა და რეჟისორის, სახალხო არტისტის დიმიტრი (დიმა) ჯაიანის გარდაცვალების გამო.
დიმიტრი ჯაიანი 1973 წლიდან იყო სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი; სპექტაკლებში განასახიერა როლები: მეფე გიორგი („დიდოსტატის მარჯვენა”), მეფე ჰოკონ ჰოკონსენი (იბსენი, „ბრძოლა ტახტისათვის”), ელიზბარ ერისთვი (გ. ბათიაშვილის, „1832″) და სხვ. გადაღებულია ფილმებში: „პირველი მერცხალი” (1975), „ოგარიოვის 6″ (1980), „ვინ არის მეოთხე?” (1985), „სტალინის დაკრძალვა” (1989).
2013 წლიდან დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად. მიღებული აქვს ღირსების ორდენი და სახელმწიფო პრემია. სამინისტრო თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს.
სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება რუსთაველის თეატრში, 11 დეკემბერს, 16:00 საათიდან. დაკრძალვა – 12 დეკემბერს, 14:00 საათზე, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში (გამოსვენება რუსთაველის თეატრიდან).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები