ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ იმერეთის რეგიონს ესტუმრება

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ იმერეთის რეგიონს ესტუმრება. ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში ზესტაფონში დევნილების საცხოვრებელ პირობებს გაეცნობა და არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას უშუალოდ დევნილებისგან მოისმენს.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ სვირში საშუალო სკოლის მშენებლობას დაათვალიერებს, რის შემდეგაც თერჯოლის რაიონის სოფელ გოგნში წმინდა გიორგის სახელობის „გოგნის კარუგდებლის“ ტაძრის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნობა.
ასევე დაგეგმილია საქართველოს პრემიერ–მინისტრის შეხვედრა იმერეთის რეგიონის მედიკოსებთან. მთავრობის მეთაური რეგიონის სამედიცინო პერსონალს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს გააცნობს. ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში წყალშემკრები ნაგებობის მშენებლობასაც დაათვალიერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები