მალაიზიის აეროპორტში ამერიკული გამანადგურებელი აფეთქდა

ამერიკული McDonnell Douglas F/A-18 Hornet გამანადგურებელი მალაიზიის აეროპორტში აფრენის მცდელობისას აფეთქდა, – ამის შესახებ პორტალი Star მალაიზიის სამეფო საჰაერო ძალების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

პორტალის ცნობით, ინციდენტი ხუთშაბათს დილით, სულთან აჰმად შაჰის აეროპორტში, კუანტანში, პაჰანგში მოხდა.

როგორც გამოცემა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე დაყრდნობით აღნიშნავს, გამანადგურებელი აფრენის მცდელობისას აფეთქდა. ცნობილია, რომ მალაიზიის სამეფო საჰაერო ძალებმა ინციდენტი დაადასტურეს.

„გვსურს გაცნობოთ F/A-18 Hornet გამანადგურებელთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ, რომელიც 21 აგვისტოს კუანტანში, სულთან აჰმად შაჰის აეროპორტში მოხდა. ჩვენ ზომებს ვიღებთ“, – ციტირებს პორტალი BBC-ის განცხადებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები