საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა
ბულგარეთი 20-წლამდელ მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ბრინჯაოს პრიზიორები დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (97კგ) გახდნენ.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კი ასპარეზობას ხვალიდან დაიწყებს.
სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.