შალვა პაპუაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, რაც მთელი ქვეყნისთვის დიდი ტკივილია

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მუსიკოს მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

,,ღრმა მწუხარებას გამოვხატავ მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, რაც მთელი ქვეყნისთვის დიდი ტკივილია.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მამუკა ჩარკვიანის შემოქმედება გულში აქვს.

მისი სითბო და სიმღერები ჩვენთან სამუდამოდ დარჩება”,- წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები