ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის 29-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის შედეგად, ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი. შესაბამისი სამუშაოების გატარებამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.