აშშ ირანისთვის ახალ სანქციებს აწესებს
აშშ-მ ახალი სანქციები გამოაცხადა იმ პირებისა და კომპანიების მიმართ, რომლებიც, სავარაუდოდ, ირანის უკანონო ნავთობის გაყიდვას ხელს უწყობდნენ.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მან სანქციები დაუწესა ჩინეთში დაფუძნებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტერმინალის ორ ოპერატორს, რომლებსაც ბრალი ედებათ ირანული ნავთობის „მილიონობით ბარელის“ იმპორტში, აშშ-ს მიერ დანიშნული რამდენიმე ტანკერით.
ამასთან, სანქციები დაუწესდა საბერძნეთის მოქალაქეს, ანტონიოს მარგარიტისს და მის კომპანიებსა და ხომალდების ქსელს, რომლებიც, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ჩართული იყვნენ ირანული ნავთობის ტრანსპორტირებაში სანქციების გვერდის ავლით.
„ეს ქმედებები ამცირებს თეირანის შესაძლებლობას, დააფინანსოს თავისი მოწინავე შეიარაღების პროგრამები, მხარი დაუჭიროს ტერორისტულ დაჯგუფებებს და საფრთხეს უქმნის ჩვენი ჯარებისა და მოკავშირეების უსაფრთხოებას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა.