თსუ-ის სააქტო დარბაზში ლიკა ქავჟარაძის საღამო გაიმართება

11 დეკემბერს, 19:00 საათზე, თსუ-ის I კორპუსის სააქტო დარბაზში ლიკა ქავჟარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. როგორც „კვირას“ თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტში განუცხადეს, საღამოზე მოწვეული სტუმრები არიან: ზაზა კოლელიშვილი, ლევან შანიძე, მარიამ ფალავანდიშვილი, სოსო ჯაჭვლიანი, დინი ვირსალაძე, რამაზ ხოტივარი, მიხეილ ანთაძე, მიხეილ ჭიაურელი, ოთარ შამათავა.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ რომან რცხილაძე და დავით ევგენიძე.
13:00 საათიდან სააქტო დარბაზის ჰოლში გამოიფინება ლიკა ქავჟარაძის ნახატები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები