ფედერიკა მოგერინი: ევროკავშირი მხარს უჭერს იერუსალიმის სტატუსის გარშემო მიღწეულ საერთაშორისო კონსენსუსს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს იერუსალიმის გარშემო მიღწეულ საერთაშორისო კონსენსუსს.
„ევროკავშირი მხარს უჭერს იერუსალიმის სტატუსის გარშემო მიღწეულ საერთაშორისო კონსენსუსს და არ შეიცვლის პოზიციას, ვიდრე ისრაელი და პალესტინა ქალაქის საბოლოო სტატუსის გარშემო არ შეთანხმდებიან“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.
მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს მიღწეული საერთაშორისო კონსენსუსის მხარდაჭერას, „ვიდრე მხარეთა პირდაპირი მოლაპარაკებებების შედეგად ქალაქის საბოლოო სტატუსი არ გადაწყდება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები