თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალმა გამარჯვებულები გამოავლინა

 კინოთეატრ „ამირანში” მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდა ფესტივალის გამარჯვებული ფილმები.

საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები არიან:
“ოქროს პრომეთე” (საუკეთესო ფილმი) – “ყორნები” (შვედეთი, 2017), რეჟისორი: იენს ასური.
“ვერცხლის პრომეთე” (საუკეთესო რეჟისურა) – “არშიყი” (დანია, შვედეთი, საფრანგეთი, 2017), რეჟისორი: მილად ალამი.
ჟიურის სპეციალური პრიზი – „განსაკუთრებული აღნიშვნა“ გადასცა ანა ურუშაძეს ფილმისთვის “საშიში დედა” (საქართველო, ესტონეთი, 2017) და მათან იაირის ფილმისთვის – “ხარაჩოები” (ისრაელი, პოლონეთი, 2017).
რაც შეეხება სექციას “ქართული პანორამა”, აქ წარმოდგენილი იყო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

“ქართული პანორამის” გამარჯვებულები არიან:
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი – “საშიში დედა”, რეჟისორი ანა ურუშაძე (საქართველო, ესტონეთი, 2017).
საუკეთესო დოკუმენტური ქართული ფილმი – “მზის ქალაქი”, რეჟისორი რატი ონელი (საქართველო/აშშ/ყატარი/ნიდერლანდები, 2017).
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი – “ანა”, რეჟისორი მარგო ზუბაშვილი (საქართველო, 2017).
ჟიურის სპეციალური პრიზი – “თევზაობა”, რეჟისორი თორნიკე ბზიავა (საქართველო/საფრანგეთი, 2017).
ფესტივალის ფარგლებში წელს უკვე მეორედ საკუთარი ჯილდო დააწესა ეროვნულმა კინოცენტრმა. “წერე ქართულ კინოზე” – ასე ჰქვია კონკურსს, რომელიც კინოცენტრმა კინომცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებისთვის გამოაცხადა. გამოვლინდა 3 გამარჯვებული:

I ადგილი – გიორგი გეთიაშვილი (სტუდენტი დაესწრება ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალს. კინოცენტრი მას დაუფინანსებს ფესტივალის აკრედიტაციას, მგზავრობის, დღიურ და სასტუმრო ხარჯებს)
II ადგილი – მარიამ ჩუტკერაშვილი, სტუდენტი დაჯილდოვდა საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი წლის დაფინანსებით ან სტიპენდიით;
III ადგილი – ლილი გლურჯიძე, სტუდენტი დაჯილდოვდა საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი სემესტრის დაფინანსებით ან სტიპენდიით.
თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურა ზაზა ხალვაშის ქართული პრემიერით, ფილმით – “ნამე”.

ეროვნული კინოცენტრი უკვე 14  წელია, თბილისის კინოფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები