რუსთველოლოგიის ზოგიერთი პრობლემური საკითხის შესახებ შალვა გაბესკირიას ლექცია გაიმართება

14 დეკემბერს, 17:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ფილოლოგიის დოქტორის, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის, შალვა გაბესკირიას საჯარო ლექცია – „რუსთველოლოგიის ზოგი პრობლემური საკითხის შესახებ“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექციაზე შალვა გაბესკირია ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: „ვეფხისტყაოსნის“ ამბავს, ძირითადად, საფუძვლად უდევს XII-XIII საუკუნის საქართველოს ისტორიით ცნობილი მოვლენები და ბიბლიური ნარატივი მეფე დავით წინასწარმეტყველზე. შესაბამისად, პოემის გმირთა პროტოტიპები ორი ეპოქის ისტორიული გმირები არიან, რომელთაგანაც მეფე თამარი თინათინი და ნესტან-დარეჯანია, ჯალალედინი ხვარაზმშას ძე, დავით წინასწარმეტყველი ტარიელი და ავთანდილია და ა. შ. ტარიელი სულიერი ინიციაციის გზას გადის, რომელიც  ქალ-ღვთაება ნესტან-დარეჯანთან მისი შეერთებით მთავრდება. კიდობანი, რომლითაც ნესტანს იტაცებენ, ძველ აღთქმაში უფლის მყოფობას, თვით უფალსაც ნიშნავს. „ვეფხისტყაოსნის“ მთავარი ქვეყნები – ინდოეთი და არაბეთი „ნიღაბი“ საქართველოა, ხოლო ქაჯეთი პოეტის მშობლიური კუთხის მესხეთის ნაწილი.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები