არაბულ სახელმწიფოთა ლიგა აშშ-ს იერუსალიმთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს
20-ზე მეტი არაბული ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, იერუსალიმთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გააუქმოს. აღნიშნული ქვეყნების ლიდერები დესტაბილიზაციის საფრთხეებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ტრამპის გადაწყვეტილებამ ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა, არეულობა გამოიწვიოს.
არაბული სახელმწიფოთა ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ მოცემულ ეტაპზე, რეგიონში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით, აშშ-ს ნდობა არ შეიძლება.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.