თამარ ლომიძისა და სვენ ვოგეს შემოქმედებით საღამოს კლუბი „დეჟავუ“ უმასპინძლებს

11 დეკემბერს, 19 საათზე, კლუბ „დეჟავუში” გაიმართება შემოქმედი ოჯახის საღამო.
„ეს არის ოჯახი, რომელიც პოეზიის, მხატვრობის და ქართული ფოლკლორის მსახურია. თამარ ლომიძე, სვენ ვოგე და მათი ვაჟი ლუკა დაუზარებლად ემსახურებიან სამივე მუზას და ეს ყველაფერი არ არის…
გეპატიჟებით ყველას, ვისაც გიყვართ ლექსი, მხატვრობა და გაინტერესებთ ჩვენი ნორვეგიელი სიძის, ამჟამად გაქართველებულის და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული სვენის შესრულებული ქართული სიმღერები. გპირდებით ულამაზეს საღამოს“, – აცხადებენ
ორგანიზატორები: ეკა სალუქვაძე და მანანა დანგაძე.
მისამართი: კოსტავას 36. ბილეთების შეძენა შესაძლებელია კლუბ „დეჟავუში“ .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები