კალიფორნიაში ტყის ხანძარის გამო საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კალიფორნიაში გამძვირვარებული ტყის ხანძრების გამო საგანგებო რეჟიმის გამოაცხადა.

სამხრეთ კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის ჩაქრობას მშრალი ამინდი და ქარი აფერხებს. ქალაქ სან დიეგოდან ჩრდილოეთით ცეცხლის ახალი კერებია გაჩენილი.

კალიფორნიის შტატის ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ხანძარმა 500-ზე მეტი ნაგებობა გაანადგურა, ევაკუირებულია 200 ათასზე მეტი ადამიანი.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ათობით ვერტმფრენი და 5700-მდე მეხანძრე. სტიქიის გამო ასობით სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები