“საყურადღებოა, რომ რუსული მედიასაშუალებებიდან სააკაშვილის განდიდების სიუჟეტები არ მოხსნილა”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ბოლო დღეებში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფაქტებიდან გამომდინარე, რუსული მხრისა და მიხეილ სააკაშვილის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.

მისივე თქმით, უკრაინაში ურთულესი მდგომარეობაა, მაგრამ ამ სიტუაციით მოსარგებლე ავანტიურისტი სააკაშვილის ქმედებები, რასაკვირველია, რუსეთს აწყობს.

„გავიხსენოთ, რას აკეთებდნენ ბელორუსში და როგორ აწყობდნენ რევოლუციას. ასევე გაიხსენეთ, რა პროცესები განვითარდა უკრაინაში, როცა ტიმოშენკოს არჩევნები იყო. შემდეგ, რუსეთის სპეცსამსახურებმა ეს ყველაფერი როგორ ჩაიწერეს და საბოლოოდ დაზარალებული ვინ აღმოჩნდა.

მნიშვნელოვანი თემა, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ის არის, რომ ამ ხნის განმავლობაში, რუსული მედიასაშუალებებიდან სააკაშვილის განდიდების სიუჟეტები არ მოხსნილა. დასკვნას არ ვაკეთებ, გიყვებით, რა ხდება“, – დასძინა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები