მდინარაძემ თადუმაძეს კითხვით მიმართა: იქნება თუ არა ხარჯების ოპტიმიზაცია სტრუქტურული რეფორმის ერთ-ერთი დამდგენი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მთავრობის საპარლამენტო მდივან შალვა თადუმაძეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ, კითხვით მიმართა, – იქნება თუ არა ხარჯების ოპტიმიზაცია სტრუქტურული რეფორმის ერთ-ერთი დამდგენი? როგორც მან აღნიშნა, ეს კითხვა არა მხოლოდ ოპოზიციას და უმრავლესობას, არამედ საზოგადოებასაც აწუხებს.

„საუბარი ხარჯებთან დაკავშირებით მთელი ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობს. ჩემთვის გასაგებია და ნაწილობრივ მისაღები იყო პასუხი გარკვეული ეტაპების შესახებ და მართლაც რთულია, კონკრეტული ჩაშლის გარეშე, კონკრეტული პასუხები ხარჯებთან დაკავშირებით, თუმცა გთხოვთ, საქართველოს პარლამენტს განუმარტოთ, ამ ეტაპზე რატომ ვერ ხდება კონკრეტული რიცხვების, ციფრების მითითება, როდის უნდა ველოდოთ ამას, რასთან არის ეს დაკავშირებული, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები და ხარჯების ოპტიმიზაცია ამ რეფორმის ერთ-ერთი დამდგენი იქნება თუ არა – რადგან ეს კითხვა აწუხებს არამხოლოდ ოპოზიციას, უმრავლესობას, არამედ აწუხებს საზოგადოებას და ამას სჭირდება უფრო დეტალური განმარტება“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები