ზურაბ ალავიძე: დეცენტრალიზაციის პროცესი თვითმმართველობის განვითარების გზაზე პრიორიტეტულია

“ჩვენ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ ევროსაბჭოსთან დეცენტრალიზაციის განვითარების კუთხით, სადაც ქართული მხარე ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და ჩამოყალიბდა სანდო პარტნიორად. დეცენტრალიზაციის პროცესს ჩვენ განვიხილავთ თვითმმართველობის განვითარების  გზაზე პრიორიტეტულ მიმართულებად”, – ამის შესახებ  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ კონფერენციაზე „ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ დონეზე: სტრატეგიები და მექანიზმები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბ ალავიძემ ევროსაბჭოს საქართველოში თვითმმართველობის განვითარების კუთხით განხორციელებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ  დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. სტრატეგიის შექმნის მიზანია ეფექტური, ძლიერი და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება.

“აუცილებელია ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ნდობის პროცესის ამაღლება. თვითმმართველობა კიდევ უფრო გამჭვირვალე და სანდო უნდა გავხადოთ, რომელიც დაფუძნებული იქნება ეფექტურ მმართველობასა და დემოკრატიის პრინციპებზე’’,- განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

კონფერენცია ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ეგიდით ტარდა. ორდღიან სამუშაო სესიებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები