ვახტანგ გომელაური: აჰმედ ჩატაევმა და მისი გარემოცვის წევრებმა ე.წ. მწვანე საზღვარი გადმოკვეთეს

აჰმედ ჩატაევმა და მისი გარემოცვის წევრებმა ე.წ. მწვანე საზღვარი გადმოკვეთეს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს პარლამენტში, ნდობის ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

გომელაურმა კონკრეტული ქვეყნის დასახელებისგან თავი შეიკავა.

“რომელი ქვეყნის საზღვარი გადმოკვეთეს თბილისში, კონტრტერორისტული ოპერაციისას ლიკვიდირებულმა პირებმა, ამას ვერ დავასახელებ. ჩვენი ვერსიით, არის ე.წ. მწვანე საზღვრიდან გადმოსული”, – აღნიშნა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები