ვახტანგ გომელაური: სუსი და დაზვერვა არ უნდა გაერთიანდეს

სუსი და დაზვერვა არ უნდა გაერთიანდეს,-ამის შესახებ ჟურნალისტებს სუს-ის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ნდობის ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

“ამაზე მთავრობა და პარლამენტი შეთანხმდნენ ერთად, გაიარეს თემები და გადაწყვიტეს ასე, მეც მხარს ვუჭერ ამ პოზიციას, რაც ახლა გადაწყდა – ცალკე უნდა დარჩეს დაზვერვის სამსახური” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
“უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს „თავის გაუმჟღავნებლად“ და სამსახურეობრივი მიზნებისთვის შეეძლება დასაქმდეს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში.
კანონში ასევე შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან გარანტირებული წვდომის მქონე ჩინოსნების სია იზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები