„სოჭის ოლიმპიადაზე თუ ჩვენთვის მიუღებელი რაიმე ფაქტი მოხდება, ამაზე ადეკვატურ რეაქციას მოვახდენთ“

garibashvili4

  სოჭის ოლიმპიადაზე თუ ჩვენთვის მიუღებელი რაიმე ფაქტი მოხდება, ამაზე ადეკვატურ რეაქციას მოვახდენთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტულის თქმა და წინასწარ საუბარი რთულია. „სპორტი პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და სოჭის ოლიმპიადაში მხოლოდ სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. იქ მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი არ ჩავა. ჩავლენ მხოლოდ სპორტსმენები და ოლიმპიური კომიტეტის წამომადგენლები, რაც ბუნებრივია. იქ თუ რაიმე პოლიტიკურ აქციას ან სხვა ისეთ ფაქტს ექნება ადგილი, რაც ჩვენთვის მიუღებელი იქნება, აქ, ადგილზე, ადეკვატურ რეაქციას მოვახდენთ, მაგრამ წინასწარ ამაზე საუბარი რთულია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები